13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ანი ქავთარაძე: თუ ვინმემ დღეს უნდა დატოვოს პოზიცია ჯანდაცვის ე.წ. მინისტრი მიხეილ სარჯველაძეა

პოლიტიკურ გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი ანი ქავთარაძე გამოეხმაურა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძეს, რომელსაც მრავალი წელია უდიდესი წვლილი შეაქვს არაერთი პაციენტის გადარჩენაში, მათ შორის კორონავირუსის პანდემიის დროს. ეს პროცესი ერთი ექიმის პრობლემა არ არის, ეს არის ტესტი, საერთოდ დარჩა თუ არა საქართველოში ექიმისთვის პროფესიული ღირსების დამოუკიდებლობის და თავისუფლების ადგილი.

როდესაც სახელმწიფოს მხრიდან სამედიცინო პერსონალის მიმართ ნდობას, კონტროლისა და დაშინების პრაქტიკა ანაცვლებს, ეს აღარ არის პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ეს ძალაუფლების დემონსტრირებაა ექიმის წინააღმდეგ. პრაქტიკა, რომლის არაერთი მაგალითი ვიხილეთ უკანასკნელ პერიოდში, მათ შორის ექიმ მაია კოხტაშვილისთვის აგენტ-პროვოკატორის მიგზავნა. ეს ჩამოშლილი სისტემაა, რომელიც ექიმისთვის ღირსების აყრის გზით რეპრესიის ინსტრუმენტად იქცა და ამ სისტემის საბოლოო მსხვერპლი პაციენტია. ექიმს არ უნდა ეშინოდეს მინისტრის, დირექტორის, ჩინოვნიკის, ზარის, ჩანაწერის, ჩასაფრებული პროვოკაციის თუ პოლიტიკური ანგარიშსწორების“,- აღნიშნა ანა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მედიკოსების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, რაც მათივე შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებაა.

შეკრებილების აცხადებდნენ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც კლინიკაში მაღალი მომართვისა და თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, კონკრეტული პაციენტის მიღება დროულად ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაეყვანათ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ „სიტყვის მასალად უპასუხა, რომ „მინისტრთან წაეყვანათ“.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა