ანი ნადარეიშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა, თამაზ ბორაშვილმა დაკავებისას მას და მის მეუღლეს, ბაჩო ახალაიას 10-წლიანი პატიმრობითა და შვილის დაობლებით დაემუქრა. ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბორაშვილი ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აუცილებლად აგებს.
“2025 წლის 25 დეკემბერს ჩემს სახლში სუს-ის თანამშრომლები და ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები შემოვარდნენ. სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დამაკავეს ჯერ მე, ჩემი არასრულწლოვანი შვილის და ოჯახის თვალწინ, შემდეგ კი ჩემი მეუღლე – ბაჩო ახალაია.
კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი 14 სექტემბერს წარადგინა.








