ანი ნადარეიშვილი „რეჟიმის მსახურების“ წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე და ადვოკატი, ანი ნადარეიშვილი, აცხადებს, რომ „რეჟიმის მსახურების“ წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და ფართო სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ნადარეიშვილმა სახალხო დამცველის აპარატში უკვე მეორედ მიიტანა დოკუმენტები და ლევან იოსელიანს საქმეში ჩართვა და საკითხის შესწავლა სთხოვა.

ნადარეიშვილს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს:

სასამართლო პროცესების გახსნა;
ბაჩო ახალაიაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყება;
მისი სამართლებრივი სტატუსის მკაფიო განსაზღვრა.

ადვოკატის თქმით, „ქართული ოცნების“ საგამოძიებო უწყებები ზღუდავენ მის უფლებებს – ვერ იღებს ადვოკატის სრულფასოვან მონაწილეობას, ვერც ციხეში შედის, რის გამოც აპირებს განცხადების შეტანას ადვოკატთა ასოციაციაშიც და საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიერთი გარდაცვლილი და ორი დაჭრილი – სისხლიანი დაპირისპირება გარდაბანში
შემდეგი სტატია“მე მეფე ვარ” – დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა ვაშინგტონში