ანი ნადარეიშვილი პროკურატურის თანამშრომლებს საცოდავებს უწოდებს

ასე ეხმიანება უკრაინული საინფორმაციო პორტალის, Tube.ua-ს მიერ გავრცელებულ კადრებს

მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტებზე ყოფილი მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემის შესახებ, პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი გამოეხმაურა.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურა მეოთხე წელია ერთი და იმავე სცენარით მოქმედებს.

“საქართველოს პროკურატურა/POG თქვე ძალიან საცოდავებო! ეს ერთი და იგივე სცენარი…

კაციტაძის მიერ ბრიფინგზე წაკითხული ზღაპრები, სადაც მხოლოდ ე.წ. “დაზარალებულების” სახელები და გვარები იცვლება და ერთი და იგივე ტექსტს ვისმენთ უკვე მე-4 წელია;

ტერორისტების გაპრავება-გაპიარება!!!!!!!

დიდი “ბუას” – მეგის ქარდავას სახელის და გვარის გარევის აუცილებლობა მეტი სიმძაფრისთვის;

და ერთი და იგივე ხალხის მერამდენედ დაკავება.

პ.ს.

დათა ახალაია – ევროპული სახელმწიფოს სასამართლომ გაამართლა ყველა ინსტანციით.

გიორგი კალანდაძე – ტუალეტთან დააკავეთ დილის 5 საათზე სამარცხვინოდ, სასამართლომ გაამართლა.

რომა შამათავა – რუსი ოლიგარქის ივანიშვილის პირადი ტყვე რუსეთის გულის საამებლად, ტერორისტობა აქეთ დააბრალეთ, რაშიც გამართლდა.

გიორგი სამუშია – ერთხელ უკვე დააკავეთ და ყველა ინსტანციით გამართლდა! აააა, ხოოო, თუმცა მაშინ მოსამართლეები ჯერ არ გყავდათ დაშანტაჟებული და ჯიბეში არ გეჯდათ” – აცხადებს ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მთავარმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები: თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. ასევე შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია პასუხისგებაში მისცა, სამუშაია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

banner
წინა სტატიაში“წელს, როგორც არასდროს, თანაბარი ხარჯვა ჰქონდა ბიუჯეტს”
შემდეგი სტატია“დამანებეთ თავი, რაც პროკურატურამ თქვა სიმართლეა” – ელბერდ კობერიძე