ანი ნადარეიშვილი განცხადებას ავრცელებს

“ჩემო საყვარელო მეგობრებო და თანამებრძოლებო, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ვთვლი რომ უბრალოდ მოქალაქის პოზიციიდანაც კი მეც, ისევე როგორც თქვენ, შემიძლია მონაწილეობა მივიღო ამ ისტორიულ ბრძოლაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ვიბრძოლოთ რუსი ოლიგარქის დამარცხებისთვის, ვიბრძოლოთ ევროპული და ერთიანი საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის!
ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთი უბრალო რიგითი ჯარისკაცი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე თქვენთან ერთად!
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის და სიყვარულისთვის ❤ ჩვენ ყველას წინ დიდი ბრძოლა გვაქვს, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ!”-წერს ანი ნადარეიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ,  მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” სამეგრელოში კენჭს იყრის ანი ნადარეიშვილი  ბაჩო ახალაიას მეუღლე.

banner
წინა სტატიაშიტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა შეწყდა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ” საქართველოს მთავრობამ გაზპრომთან მოლაპარაკებებზე უარი თქვა”