20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას განაჩენზე: მართლმსაჯულება არ არსებობს, სასამართლო სანოტარო ბიუროდ არის ქცეული

"ქართული ოცნების" წევრებმა ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დაარბიეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ნადარეიშვილის განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს.

მისი თქმით, სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის დაკვეთებს ასრულებს, რათა ბაჩო ახალაია საპატიმროში დიდხანს დარჩეს:

„სასამართლო შენობაში სხედან ნოტარიუსები მოსამართლეების მანტიებით და სამწუხაროდ, საქართველოს სახელით გამოაქვთ გადაწყვეტილებები. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც ნოტარიუსები — ანუ მოსამართლეები ოფიციალურად აფორმებენ. „ქართულ ოცნებას“ სურს ბაჩო ახალაია ციხეში ბევრი ხნით გამოკეტოს“, — აცხადებს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე. მას სასჯელის სახით 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

banner
წინა სტატიაშიკახა ასკურავა: პირდაპირ ეთერში ოპონენტებს თავ-პირს ალეწავენ და არაფერი, სიტყვის გამო კი პატიმრობას უსჯიან
შემდეგი სტატიაუკრაინაში SOCAR-ის სადგურზე იერიშის გამო, აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა