10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ანი ნადარეიშვილი: არც ერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ

“ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ანი ნადარეიშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კილაძე ამ რეჟიმმა დაატყვევა.

ის ამბობს, რომ არ სჯერა ივანიშვილის სასამართლოსი:

“ადამიანების გამორჩევა რატომ ვიცით?! ჟურნალისტი ელისო კილაძე ამ რეჟიმმა დაატყვევა, და როგორი შეხედულებისაც არ უნდა ვიყო მის ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვალდებული ვარ დავწერო, რომ არც ერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ, მით უფრო, როცა სასამართლო პროცესს ხურავს და არ აძლევს საზოგადოებას, მედიას, დამკვირვებლებს გაიგონ სიმართლე რატომ ყავთ ადამიანი ციხეში გამომწყვდეული, გახსენით პროცესი!”-წერს ნადარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშირა ცვლილებები ამოქმედდება აპრილიდან ქვეყანაში
შემდეგი სტატიააბას არაღჩი: აშშ და ირანი არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს