„სასამართლო ორი მხარის შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოა. ჰოდამ როდესაც ერთი მხარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, პროკურატურა 2 საათის განმავლობაში კითხავს მოწმეს და ამის შემდეგ ე.წ. “ბრალდებულის” რიგი დგება, დაუსვას მოწმეს კითხვები, რა დონის „ქოცი“ და ივანიშვილის მონა უნდა იყოს მოსამართლე, ბრალდებულს მე-10 წუთს შეაწყვეტინოს დაკითხვა და უთხრას: „კარგი, ნუ დაგვღალეთ!“ – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი და მოსამართლე ლელა შკუბულიანს, რომელიც მისივე თქმით, „რუსეთის ჯაშუშების“ საქმის მოსამართლე და ამავე საქმის პროკურორის, მაია ჯვარშეიშვილის უახლოეს მეგობარია.
„ჩვენ დაგღალეთ ქალბატონო მოსამართლე?“ – ეკითხება ანი ნადარეიშვილი მოსამართლეს, რომელიც „ზემოდან ქვემოთ, დროდადრო ბედნიერად უღიმის დაქალ პროკურორს“.
„თუ თქვენ დაგვღალეთ თქვენი გაუთავებლად გაწელილი სასამართლოებით, ცრუ ბრალდებებით და სუს-ის ჯიბის მოწმეებით? თქვენ უფრო დაღლილი ხართ ქალბატონო მოსამართლე თუ ე.წ. “ბრალდებული” ბაჩო ახალაია, რომელიც 13-ჯერ გამართლდა მაგ დარბაზში და მაინც ყოველი გამამართლებელი განაჩენის მერე სახლის მაგივრად თქვენგან განსხვავებით ციხეში მიდის? თქვენ უფრო დაიღალეთ თუ მე და ჩემი შვილები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით მე-5 წელია მუდმივ სტრესში გვამყოფებს თქვენი მამამარჩენალი ივანიშვილი? თქვენ დაიღალეთ თუ მთელი ჩემი ოჯახი, რომელსაც არცერთი მამაკაცი არ დაუტოვეს ოჯახში გაუსამართლებელი? სასამართლო რომ გარდაიცვალა, პროკურატურასთან ერთად რომ განისვენებს ივანიშვილის კერძო სასაფლაოზე და თვით ბატონმაბიძინამ რომ დაგადოთ საფლავის დიდი ქვა ეგ კი ცხადზე ცხადია, მაგრამ ჩვენ მაინც ვივლით ყველა სასამართლო პროცესზე, ანგელოზები უნდა დაგიფრთხოთ!“ – წერს ანი ნადარეიშვილი.