ანი მიროტაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება

ეროვნული ფორუმის წარმომდგენელი ანი მიროტაძე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ვინც ვერ უზრუნველყო ის რომ ვანო მერაბიშვილის კანონიერი უფლებები ყოფილიყო დაცული იმ პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

„პატიმარს აქვს უფლება, რომ მისი კანონიერი უფლებები იყოს დაცული და ეს რომ უნდა უზრუნელჰყოს სახელმწიფომ ამაში სრულიად ვეთანხმები გიორგი მარგველაშვილს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი ვინც დანაშაული ჩაიდინა, ეს პოლიტიკური პირია, სასამართლო სისტემის წარმომადგენელია, პროკურატურის თუ სასჯელაღსრულების უწყების, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“- განაცხადა ანი მიროტაძემ.

შეგახსენებთ საქართველოს პრეზიდენტმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ქვეყნისთვის დამაზიანებელი უწოდა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა დადგეს ამ პირების სამსახურებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვის გამოც აღნიშნული შედეგი დადგა.

banner
წინა სტატიაშითბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაწყალდიდობით დაზარალებული ოჯახი თბილისის მერიამ საცხოვრებელი ვაგონიდან გამოასახლა