ანი მიროტაძე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს.

მიროტაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს მინისტერიალზე არდასწრება ამ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის აბუჩად აგდებაა.

„მაინტერესებს ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იყო თუ არა საქმის კურსში ნატო-ს იმ განცხადებაზე, რომ თურმე ნატო-მ უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, იცოდა თუ არა ამის შესახებ ლევან იზორიამ, თუ მანაც ჩვენსავით ტელევიზიებით გაიგო ეს ამბავი.

გასაგებია, რუსეთი ოკუპანტია და აგრესორია, გასაგებია, რომ აგერ 40 კილომეტრში დგას საქართველოს საზღვართან, გასაგებია,რომ ნებისმიერ დროს ნებისმიერი სახის დარტყმას უნდა ველოდებოდეთ მისგან, მაგრამ საინტერესოა აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს თუ არა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების წინაშე აქვს აღებული, როგორც შიდა ისე გარე საფრთხეებთან დაკავშირებით. ძალიან მეეჭვება მას ეს გააზრებული ჰქონდეს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქცია ქვეყნის უსაფრთხოებაა, დაკავებულია მხოლოდ არჩევნებით და ყველა ღონეს ხმარობს, საკონტროლო პაკეტი მოიპოვონ პარლამენტში და ყველა მეთოდის გამოყენებით გააქრონ ოპოზიციური სპექტრი”, – აცხადებს მიროტაძე.

banner
წინა სტატიაში“დემოკრატიულმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, გამოიწვიოს უბნებიდან თავისი კომისიის წევრები
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: არ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ 45 ადგილი ვაჩუქოთ