ანგოლელი მებრძოლის ოჯახი Call of Duty-ის შემქმნელებს უჩივის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2016 01:44

ანგოლელი მებრძოლის ოჯახი Call of Duty-ის შემქმნელებს უჩივის

ანგოლელი მებრძოლის ოჯახი Call of Duty-ის შემქმნელებს უჩივისანგოლელი ამბოხებულის ჟონაშ სავიმბის ოჯახი, რომელიც 2002 წელს იქნა მოკლული, კომპიუტერული თამაშის Call of Duty წინააღმდეგ საჩივარი სასამართლოში შეიტანა იმის გამო, რომ მათი ოჯახის წევრი თამაშში გამოყვანილია როგორც ბარბაროსი.

საფრანგეთში მცხოვრები სავიმბის შვილები ფრანგული მწარმოებლისგან Activision Blizzard მილიონ ევროს ითხოვენ.
მათი ადვოკატის თქმით, სავიმბი თამაშში გამოყვანილია როგორც “გოლიათი ჭკუასუსტი, რომელსაც სურს ყველა მოკლას”.
კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ თამაშში ის ნაჩვენებია როგორც “კარგი ბიჭი, რომელიც ყველას ეხმარება”.

სავიმბი ანგოლას ეროვნული კავშირის დამაარსებელია, რომელიც ანგოლას სრული თავისუფლებისათვის ათეული წლების განმავლობაში იბრძოდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 15, 2016 01:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics