ანგლიკანური ეკლესიის სულიერმა ლიდერმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ თანამდებობის დატოევბის შესახებ განაცხადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა მოხსენება, სადაც ეწერა, რომ ანგლიკანური ეკლესიის ლიდერმა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე არსებული ინფორმაცია დამალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზ“ იუწყება.
„მისი უდიდებულესობის, მეფის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ მე გადავწყვიტე დავტოვო თანამდებობაზე“, – განაცხადა უელბიმ.
დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მოხსენებაში ქრისტიანული ორგანიზაციის წარმომადგენელზე, ჯონ სმაიტზეა საუბარი. გამომძიებელთა დამოუკიდებელმა ჯგუფმა დაადგინა, რომ სმაიტი აბუჩად იგდებდა მოზარდებს და ახალგაზრდა კაცებს და ქალაქ ვინჩესტერში საკუთარ სახლში იტყუებდა. მოგვიანებით ასეთივე აბუჩად აგდების ფაქტებს ადგილი ჰქონდა ზიმბაბვეში და სამხრეთ აფრიკაში, სადაც სმაიტი საცხოვრებლად გადავიდა. დაზარალებულთა რიცხვი 100-ს აღემატება.
სმაიტი ცნობილი იურისტი და მქადაგებელი იყო. ის ხშირად სიტყვით გამოდიოდა ეკლესიებში, თუმცა სასულიერო წოდება არ ჰქონია. ასევე ის ახალგაზრდა ქრისტიანების საზაფხულო ბანაკებს ხელმძღვანელობდა.
სმაიტი ახალგაზრდა ადამიანებზე ფიზიკურ, სექსუალიზებულ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა. ჯეკ სმაიტი 2018 წელს გარდაიცვალა და მან დანაშაულებზე პასუხი არ აგო.
ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც უელბის გადადგომას მოითხოვდა, ბრიტანელი ენდრიუ მორსი იყო, რომელიც ახალგაზრდობაში სმაიტის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. მორსი ამტკიცებდა, რომ ანგლიკანური ეკლესიის ლიდერს მოძალადის წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგომა ჯერ კიდევ 2013 წელს შეეძლო, როდესაც ის არქიეპისკოპოსი გახდა, მაგრამ მან ინფორმაციის დამალვა გადაწყვიტა.
გამოძიების მასალების გამოქვეყნების შემდეგ სინოდის რამდენიმე წევრმა უელბის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვა. არქიეპისკოპოსის რეზიდენციაში განაცხადეს, რომ ის სმაიტის ქმედებებს საშინელებას უწოდებს და საკუთარ მუშაობაში არსებულ ხარვეზებზე ბოდიშს იხდის.