ანგელა მერკელი: ვეცდები, გამოვნახო დრო საქართველოში ჩამოსასვლელად

გიორგი კვირიკაშვილმა დამპატიჟა, ვეცდები, გამოვნახო დრო საქართველოში ჩამოსასვლელად, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იცის, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა.

„გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში დამპატიჟა. ვეცდები, გამოვნახო დრო საქართველოში ჩამოსასვლელად, გადმოცემით ვიცი, უფრო სწორად, დიდი ხნის გამოცდილების შედეგად ვიცი, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიორლანდოს Walt Disney-ში ალიგატორმა ბავშვი გაიტაცა
შემდეგი სტატიაორლანდოს კლუბის წევრმა მკვლელის მოტივებზე ისაუბრა