ანგელა მერკელი – ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა

ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა, – ეს გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებაა, რომელიც მან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს გააკეთა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპის ისტორიაში ეს ყველაზე რთული წელია. ანგელა მერკელი ამბობს, რომ პანდემია, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ჯერ არ გამქრალა.
ანგელა მერკელის შეფასებით, პანდემია ევროპის ერთიანობისთვის დიდი გამოცდაა.

banner
წინა სტატიაშიჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ანგარიშს ეხმაურება