ანგელა მერკელი: გერმანია იქნება თქვენი მეგობარი და კარგი პარტნიორი

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კონტაქტები გაიზარდა.

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას.

“ვხედავთ, რომ მან შეიტანა წვლილი იმაში, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კონტაქტები გაიზარდა. ვისაუბრეთ ასევე ვაჭრობის საკითხებზე. დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს და გისურვებთ წარმატებებს თქვენ მართალია, ყოველთვის არამარტივ, მაგრამ ძალიან ამბიციურ გზაზე. გერმანია იქნება თქვენი მეგობარი და კარგი პარტნიორი. ინტერესით ვადევნებთ თვალყურს ეკონომიკურ რეფორმებსა და ეკონომიკურ ლიბერალიზაციას – ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შესანიშნავი საფუძველია იმისთვის, რომ გერმანულ საწარმოებთან ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით, მშენებლობის სფეროში ძალიან მჭიდრო კონტაქტები გვაქვს და ამის უფრო ფართო ფუნდამენტზე დაყენება შეგვიძლია”, – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ
შემდეგი სტატიაზიგმუნდ ფროიდის შვილიშვილს პედოფილიაში სდებენ ბრალს