29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ანგელა მერკელი: ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის დაპირების შესრულება რთულია და განახლებულ ძალისხმევას საჭიროებს

ევროპა ჯერ კიდევ შორს არის თავისი დიდი ხნის მიზნის მიღწევისგან, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კონტინენტი,-ამის შესახებ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს.

ევროპარლამენტში „ევროპული დამსახურების ორდენის“ გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის დაპირების შესრულება რთულია და განახლებულ ძალისხმევას საჭიროებს.

მერკელმა გაიხსენა 2 000 წელს ლისაბონში ევროკავშირის ლიდერების მიზანი, რომ ევროპას სურდა, ცოდნასა და მეცნიერებაზე ორიენტირებული კონტინენტი გამხდარიყო.

„2 000 წელს თუ დავუბრუნდებით, როდესაც ლისაბონში მთავრობის მეთაურებმა განაცხადეს, რომ ევროპა უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და მეცნიერებაზე დაფუძნებული კონტინენტი, ჩვენ შორს ვართ ამ მიზნისგან და ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა ამ დაპირებას მივუახლოვდეთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკური წარმატება კვლავ აუცილებელია უფრო ფართო ევროპული მიზნებისთვის. მერკელის თქმით, დემოკრატიული სისტემები ზეწოლის ქვეშ არიან, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმების გამო, სადაც დეზინფორმაცია შეიძლება, სწრაფად გავრცელდეს და საზოგადოებრივი დებატები დამახინჯდეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
შემდეგი სტატიათურქეთ-სომხეთის სახმელეთო საზღვარი 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებისა და სომხეთში კონსტიტუციური ცვლილებების მიღების შემდეგ გაიხსნება