ანგელა მერკელი – ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი – მხარს ვუჭერ უკრაინის უფლებას თავი დაიცვას

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია და მიმდინარე წლის პირველ საჯარო გამოსვლაში თავისი პოზიცია დააფიქსირა.

გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციის თავმჯდომარის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე მერკელმა მხარი დაუჭირა გერმანიის ხელისუფლების, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს მიერ გაწეულ სამუშაოს „ამ ბარბაროსული ომის დასრულების ძიებაში“.

„ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც თავს დაესხა და რომელშიც შეიჭრა რუსეთი. მხარს ვუჭერ მის უფლებას თავი დაიცვას“,- განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – ქართული მხარე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს არათუ სურვილს არ აკლებს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს
შემდეგი სტატიაშავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამით ქართული საზოგადოება დაიღალა – ღუდუშაური სააკაშვილზე