ანგელა მერკელი – არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო კანცლერის თანამდებობაზე მისი ყოფნის უკანასკნელი წელი ყველაზე მძიმე წელი გახდა ბოლო 15 წლის მანძილზე.

„ცხრა თვეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და მე კენჭს აღარ ვიყრი, ამიტომ დღეს უკანასკნელად მოგმართავთ წინასაახალწლოდ. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე არასდროს ჩაგვითვლია ძველი წელი ასეთ მძიმე წლად და არასდროს დავლოდებივართ ახალ წელს ასეთი იმედით,” – განაცხადა 66 წლის კანცლერმა.

მან კორონავირუსის გარშემო არსებული შეთქმულების თეორიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როგორც კი მისი ჯერი დადგება, ვაქცინას გაიკეთებს.

„შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ ყალბი და საშიში, არამედ ცინიკური და სასტიკია. ვაქცინაციასაც ვიკეთებ, როდესაც ჩემი ჯერი დადგება,“ – განაცხადა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას ელექტრონული ზედამხედველობა დაეწესა
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა