“ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, ფეხზე ვერასდროს ვეღარ დადგება” – ჭიჭინაძე კობახიძეზე

თავად ჭიჭინაძე მმართველ გუნდს და პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს შურისძიებასა და ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
პარტიის შემდეგ, დავით ჭიჭინაძეს შესაძლოა, ფრაქცია და საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინონ. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა საკითხის განხილვას საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საშემოდგომო სესიაზე, სექტემბერში გეგმავს, თუმცა მანამდე დავით ჭიჭინაძისგანახსნა-განმარტებებს ელოდება.
„ქართული ოცნების“ ნაწილი მიიჩნევს, რომ გუნდთან შეუთანხმებელი განცხადებების გამო მან პასუხი უნდა აგოს.
ჭიჭინაძე ამბობს, რომ შურისძიებისთვის ირაკლი კობახიძე პასუხს აგებს.
„არაფერი არ წამომცდენია, ყველაფერს ვიძახი შეგნებულად და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ესე იგი მათ ხალხის ხმა არ მოსწონთ.
ვიბრძვი იმისთვის, რომ კოლექტიური ზარდიაშვილები ჩამოვაშოროთ ქართულ ოცნებას.
როგორ შეიძლება დეპუტატი განსხვავებული აზრის გულისთვის პარტიიდან გარიცხო. მეხუთე ათწლეულში გადავიდა თავმჯდომარე, ყველას პატარა ბავშვი ჰგონია, 40 წელს გადასცდა კაცი, როგორ შეიძლება ანგარიშების სწორება ჯიუტი ბავშვი რომ არის. ანგარიშს ცხოვრება ისე გაუსწორებს, ფეხზე ვერასდროს ვეღარ დადგება,“-აცხადებს ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაში11 წლის ბავშვი, რომელიც მთათუშეთში კლდიდან გადავარდა, იაშვილის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული
შემდეგი სტატიაარ შეიძლება დავუშვათ, რომ მოსამართლეებად დანიშნონ ადამიანები, რომლებიც არ არიან შერჩეული ობიექტურად – ანა დოლიძე მოსამართლეთა გამოცდებზე