24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ანგარიშები დაუყადაღეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ცნობილია, რომ “შაბათის ეთერის” პროდიუსერი 15 ოქტომბერს, ოთხი ოქტომბრის საქმეზე რესპონდენტებს წერდა.  ის, რომ დაჯარიმებული იყო, მედიის წარმომადგენელმა მას შემდეგ გაიგო, რაც  ჯარიმა აღსრულებას გადაეცა. 

ჟურნალისტი მომხდარს “ქართული ოცნების” შურისძიებას უწოდებს და ამბობს, რომ “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” გამო დაკისრებული 5 000 – ლარიანი ჯარიმის შესახებ ამ დრომდე არ იცოდა.

დღეს რაც მოხდა ჩემს თავს, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, როგორ იყენებს სახელმწიფო მანქანა, საკუთარ რესურს, ძალაუფლებას, მისთვის არასასიამოვნო ადამიანები დასაჯოს, მათზე შურისძიება განახორციელოს. სხვას არაფერს ვუკავშირებ ამას, იმიტომ, რომ 15 ოქტომბერს, როცა თურმე დამაჯარიმეს, ნამდვილად ვასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, ზუსტად მახსოვს ეს დღე, ეს რეპორტაჟიც – ეს იყო 4 ოქტომბრის საქმე, რესპოდენტებს ვწერდი გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე. ანუ მე კი არ გადავკეტე რუსთაველის გამზირი, გადაკეტილ გამზირზე ვწერდი ადამიანებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ამის შესახებ ვიგებ ახლა.

რამდენიმე თვის შემდეგ, როცა უწყებას ევალებოდა, ან SMS სეტყობიონებით, ან ფოსტით გამოგზავნილი წერილით, ან პირადად პატრულ-ინსპექტორის მოსვლით, ან რამე ფორმით ბოლო-ბოლო მტრედი ეფრინათ და გაეგებინებინათ, რომ დაჯარიმებული ვარ. არა, ვიდრე პრობლემა არ შემიქმნეს, ვიდრე ბანკში ყადაღა არ დამადეს, მანამდე არც ჩათვალეს საჭიროდ, ეს მათ უბრალოდ ეთქვათ.

მე მესმის მათი – ეს იყო თემა, რომელზეც ვმუშაობდი [4 პქტომბრის საქმის ჟურნალისტური გამოძიება] და რომლის გახმაურებაც საერთოდ არ შედიოდა სახელმწიფოს ინტერესში. მათი პატარა ტვინებით, ეს იყო ჩემი დასჯა. ვნახოთ, მე მაინც მგონია, რომ სამართალი დღეს თუ არა ხვალ მაინც იზეიმებს და პასუხიეგება მოუწევთ იმისთვის, რასაც თავად ჩადიან უკანონოდ სინამდვილეში და აქით ჩვენ გვედავებიან”, – ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნარკორეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიააშშ-ის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, თეირანი წითელ ზღვას ჩაკეტავს