ბანერებს „არა ნაცებს – არა ბოროტებას“ „ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს, თუმცა იქ სრული სიმართლეა ასახული

ბანერებს „არა ნაცებს – არა ბოროტებას“, პარტია „ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის კონკრეტული ბიზნესმენების მხრიდან გაკეთებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის განმარტებით, აღნიშნული ბანერები განათავსეს იმ ბიზნესმენებმა, რომლებიც მისივე თქმით,”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ხელისუფლების ზეწოლას განიცდიდნენ. კალაძემ აღნიშნა, რომ ბანერზე სრული სიმართლეა ასახული.

„გასაკვირია, რომ ამ კითხვას სვამს “რუსთავი 2″. ძალიან გასაკვირია ჩემთვის, როცა აგრესიაზე საუბრობთ. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თქვენი სარედაქციო პოლიტიკა, სამწუხაროდ, დაფუძნებული იყო სიცრუეზე, ბოროტებაზე, შუღლზე და ადამიანის პირად შეურაცხყოფაზე, კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, რაც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.

თვითონ ბანერებს რაც შეეხება, მას პარტია „ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის კონკრეტული ბიზნესმენების მხრიდან გაკეთებული. ეს არიან ადამიანები, რომლებიც მოყვნენ რეპრესიებში „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს და ამ ადამიანებმა თავიანთი დამოკიდებულება დააფიქსირეს ამ ბანერებით. თუმცა, ასევე, რაც შეეხება ბანერებს, სრული სიმართლეა მოცემული. არ დავუბრუნდები 9- წლიან პერიოდს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მოსახლეობის უმრავლესობა. დღეს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, არის სიმშვიდე, სტაბილურობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, საუბარი იმაზე, თუ როგორი საქართველო იქნება მომავალში“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გამოიფინა. ბანერებზე წარწერით – “არა ნაცებს, არა ბოროტებას!”, გამოსახული არიან: – მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და “ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სკანდალურ ვიდეოზე სადაც ლაშა ნაცვლიშვილი მონაწილეობს ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშეუძლებელია, რომ “ქართუმ“, რომელსაც 900 მილიონიდან – 1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს