20.6 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 12, 2026
banner

ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორი უკრაინელებს სკოლის დაბომბვაში ადანაშაულებს

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის თვითგამოცხადებული გუბერნატორი აქსიონოვი უკრაინას ყირიმში მდებარე დასახლება “ფოროსში”  სკოლისა და პანსიონატის დაბომბვაში ადანაშაულებს და წერს, რომ დრონებით იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 16-მა დაზიანებები მიიღო.

მისივე თქმით, დრონის ნამსხვრევები ჩამოვცვივდა მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც დასახლებასთან ახლოს, ხმელ ბალახს ცეცხლი მოედო.

უკრაინის ოფიციალურ სტრუქტურებს ამ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ, უკრაინული წყაროები კი ოკუპირებულ ყირიმში, რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილებში ხანძრის კერებსა და აფეთქებებს ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავა: “თქვენ შეგ@ათ პუტინის ხროვამ ამ პოსტის დასაწყისში და ბოლოშიც, უკუნითი უკუნისამდე და მარადისობის ბოლომდე!”
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალმა საქართველოს ლოგისტიკის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა