ოკუპირებულ ყირიმში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად რუსული სამხედრო-მომმარაგებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანატოლი ჩერნიშოვი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული პრო-საომარი ორგანიზაცია „სახალხო ფრონტი ყველაფერი გამარჯვებისთვის“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 58 წლის ჩერნიშოვი სიმფეროპოლის რაიონის სოფელ სკვორცოვესთან განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს მძიმედ დაიჭრა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. რუსული წყაროების ცნობით, იგი სიკვდილის შემდეგ „მამაცობის ორდენით“ დააჯილდოვეს.
ანატოლი ჩერნიშოვი აღნიშნული სტრუქტურის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს 2025 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.
ჯგუფი აქტიურად არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი რუსული ოკუპაციური ძალების მატერიალურ-ტექნიკურ და ლოგისტიკურ უზრუნველყოფაში. კერძოდ, ორგანიზაცია რუსულ არმიას ამარაგებს:
სატრანსპორტო და მცურავი საშუალებებით;
რადიოელექტრონული ბრძოლის (REB) სისტემებით;
დრონებისა და დრონების დეტექტორების მიწოდებით.
გარდა ამისა, ორგანიზაცია მატერიალურ მხარდაჭერას უწევს რუსეთში მოქმედ სხვა პრო-საომარ და მილიტარისტულ გაერთიანებებს.


















