ანექსირებულ ყირიმში საავტომობილო ხიდის ჩამოშლის გამო ნახევარკუნძულსა და ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილს შორის სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა.
ხიდის ჩამოშლის შესახებ, რომელიც რკინიგზის ლიანდაგების თავზე გადის, 13 ნოემბრის საღამოს გახდა ცნობილი.
ჯანკოის რაიონის რუსულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხიდმა ვერ გაუძლო მძიმეწონიან სატვირთო ავტომობილს. ჩამოშლის მომენტში ხიდზე სატვირთოს გარდა მსუბუქი ავტომობილიც იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც ჰოსპიტალიზებულები არიან, ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.