21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ანექსირებულ ყირიმში ქარხანა Титан-მა უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ მუშაობა სრულად შეწყვიტა

ანექსირებულ ყირიმში ქარხანა Титан-მა უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ მუშაობა სრულად შეწყვიტა,- ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს ქვეყნის უპილოტო აპარატების ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი ავრცელებს.

მეთაური წერს, რომ უპილოტო სისტემების ძალების 1-ლი ცალკეული ცენტრის ოპერატორებმა დაარტყეს ქარხანას ანექსირებულ არმიანსკში, რომელიც პროდუქციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საჭიროებებისთვის აწარმოებს.

მადიარის ინფორმაციით, გარდა ამისა, ყირიმზე ღამის თავდასხმის დროს, უპილოტო სისტემების ძალების ოპერატორებმა არმიანსკის რაიონში 2 რუსული ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2 გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაშიირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი კვირას არ მოეწერება
შემდეგი სტატიამამუკა ფიფია: 40-ზე მეტ ქართული კომპანიისთვის ახლო მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ბაზარი ჩაიკეტოს