32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

ანექსირებულ ყირიმში ბენზინის შემდეგ საკვების დეფიციტიც დაიწყო

ანექსირებულ ყირიმში ბენზინის შემდეგ საკვების დეფიციტიც დაიწყო.

უკრაიუნულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, მაღაზიების თაროები ცარიელია სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში.

ადგილობრივები ჩივიან, რომ ვერ ყიდულობენ შაქარს, წიწიბურას, ბრინჯს, ფქვილს, მარილს, მაკარონსა და ზეთს.

ამავე ცნობებით, მაღაზიები შეზღუდვებს აწესებენ – ერთ ადამიანს მხოლოდ სამი შეკვრა მაკარონის, სამი ბოთლი ზეთის ან 3 კილოგრამი ბურღულეულისა და შაქრის შეძენა შეუძლია.

30 მაისიდან საწვავის კრიზისის გამო ანექსირებულ ყირიმში შეზღუდვები ამოქმედდა. ერთ მანქანაზე მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინი გაიცემა.

banner
წინა სტატიაშიქარტია: პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას
შემდეგი სტატიაანა წითლიძე სააკაშვილისა და გვარამიას პოლიტიკურ გზებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებებზე საუბრობს