ანექსირებულ ყირიმში 4.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. როგორც ირკვევა, ეპიცენტრი ქერჩიდან დაახლოებით 80 კილომეტრში, აზოვის ზღვაში მდებარეობდა.
Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში.
რაიმე მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
















