ანდრო ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჭიჭინაძის პროცესი 5 მარტისთვის გადადო.

თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ხვალ კი სასამართლო ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

“სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა – ანდრო ჭიჭინაძის პროცესი გადადო 5 მარტისთვის.

ხვალ მოსამართლე ხალხით სავსე საქალაქო სასამართლოში იმსჯელებს, დატოვებს თუ არა მსახიობს ციხეში. პროცესის დრო – 10:30 საათი. შევხვდებით პროცესზე”, – წერს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიკოენი ოცნებაზე: [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები
შემდეგი სტატიასამი ოპოზიციური გაერთიანება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ფრაქციებს მიმართავს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება