11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ანდრო ჭიჭინაძის დედა –,,წაიღონ და დაანებონ ამ ღირსეულ ადამიანებს თავი! ასეთი სოლიდარობა რომ გვაქვს ამიტომაც ვერ წაგვაქცევენ ვერც მე და ვერც ანდროს”

,,არ ვარ თბილისში.  ისევ ანდროს მეგობრებმა წამიყვანეს გერმანიაში, ახლა გავიგე ბანერის ამბავი… მინდა ვუთხრა ანდროს მეგობრებს მადლობა ! მე ის მაწუხებს ბავშვები რომ შეწუხდნენ და დააგლიჯეს ამ ადამიანებს ნერვები! წაიღონ და დაანებონ ამ ღირსეულ ადამიანებს თავი! ასეთი სოლიდარობა რომ გვაქვს ამიტომაც ვერ წაგვაქცევენ ვერც მე და ვერც ანდროს!”,–  წერს სოციალურ ქსელში ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე.
ცნობისთვის, ,,ოცნების” პროპაგანდისტული ,,რუსთავი 2-ის” გადაღებების გამო, გუშინ,  ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს.
მოგვიანებით, მსახიობებმა ბანერი ხელახლა გადმოფინეს.
banner
წინა სტატიაშითელავში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი ნაცნობს მანქანით განზრახ დაეჯახა
შემდეგი სტატიაბელარუსის სანქცირებულ მინისტრს აშშ-ში, ,,მშვიდობის საბჭოს” შეხვედრაზე დასასწრებად ვიზა არ მისცეს