დრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე ეხმაურება იმ მსახიობების გადაწყვეტილებას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი.
“მადლობა ღირსებისთვის !მადლობა ბრძოლისთვის!მადლობა მეგობრობისთვის მადლობა, რომ არსებობთ! სამაგალითო სოლიდარობა! მადლობა სიყვარულისთვის! ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! რა ბედნიერებაა საქართველოს თქვენნაირი ხალხი რომ ჰყავს! ამასაც გავივლით და დარწმუნებული ვარ, ზუსტად თქვენ დააყენებთ ფეხზე ქვეყანას. ძალიან დიდი ადამიანები ხართ!” – წერს ანდრო ჭიჭინაძის დედა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თეატრი 8 მსახიობმა დატოვა.
მსახიობების გადაწყვეტილება თეატრის ფასადიდან სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას უკავშირდება.


















