სინდსისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ამბობს, რომ დღეს ის ამაყია არა მხოლოდ საკუთარი შვილის გამო, არამედ ყველა უკანონო პატიმრის და ასევე ანდროს მეგობრებით.
ლიკა გუნცაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი საპროტესტო მანიფესტით, ვასო აბაშიძის ახალი თეატრი ისტორიაში უკევ შევიდა.
“ვარ ამაყი ამ ბიჭებით და დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი“- ამბობს ლიკა გუნცაძე.
ანდროს მეგობრებით ვამაყობ, უკვე შეუდარებელი სიამაყეა, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვასო აბაშიძის ახალი თეატრი უკვე შევიდა ისტორიაში. მარტო ანდროთი არა, ყველა უკანონო პატიმრით ვამაყობ. ვარ ამაყი ამ ბიჭებით და დღეს ვარ ყველაზე ბედნიერი“, – განაცხადა ლიკა გუნცაძემ, რომელიც მსახიობების საპროტესტო მანიფესტს დაესწრო.