მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე აცხადებს, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებული შვილის ციხეში დატოვებას არ შეეგუება.
გუნცაძე აცხადებს, რომ თუ სინდისის პატიმრებს მოსამართლე ციხეში დატოვებს, ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ცოტათი იმის იმედი მაქვს, რომ მოსამართლეს სინდისის ნატამალი მაინც ექნება. თუ ანდროს და სხვა უკანონო პატიმრებს პატიმრობას მიუსჯიან, ძალიან მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებ.
ანდრო, მშვიდად იყავი, მე ძალიან მაგრა ვარ, არ გავტყდები. ეს დრო საშენოდ გამოიყენე – ბევრი იფიქრე, წერე. შენი მეგობრები, კოლეგები, ყველა შენთანაა.
საოცარი მხარდაჭერა გაქვს, მე მსგავს გვერდში დგომას არც ველოდებოდი. ყველაფერი კარგად იქნება. მე შენ მანდ არ დაგტოვებ”- აცხადებს პოლიტიკური პატიმრის დედა.