11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ანდრო ჭიჭინაძე: 21-ე საჯარო სკოლა არ არის სივრცე სადაც ბავშვები გარკვეულ ინფორმაციას იღებენ, ის არის ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად

21-ე საჯარო სკოლა არ არის სივრცე სადაც ბავშვები გარკვეულ ინფორმაციას იღებენ და ბრუნდებიან სახლებში. 21-ე საჯარო სკოლა (ჩემთვის “შისტოი”) არის და ყოველთვის იყო ადგილი სადაც ბავშვები ყალიბდებოდნენ პიროვნებებად, სწავლობდნენ თავისუფალ აზროვნებას და ამ პროცესით იყვნენ და არიან ბედნიერები,- ნათქვამია პროდასავლურ აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

,,ეს ყველაფერი იმ გადასარევი მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც წლებია ამ გარემოს ქმნიან.
ეს ფასეულობები, რომლებიც ამ სკოლამ შექმნა დანგრევას არ ექვემდებარება.
იმ უპასუხისმგებლობის დეტალებზე არაფერს ვიტყვი, რაც ამ დღეებში გავიგე. ერთადერთის თქმა მინდა რომ არცერთი მთავრობის პირობებში ამ სკოლას უკან არაფერზე დაუხევია სხვადასხვა დროს მთავრობების ინტერესების მიუხედავად.
ვუერთდები თითოეულ ბავშვს, მშობელს და გამორჩეულ მასწავლებლებს. ყველა მათ სურვილში და მოთხოვნაში.
მადლობა თითოეულ მათგანს ჩვენი სკოლის დაცვისთვის”,-
ნათქვამია ანდრო ჭიჭინაძის წერილში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები – დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უპრეცედენტო ვადით, 2029 წლამდე გაახანგრძლივა