ანდრო ბარნოვი პაატა ბურჭულაძის გამო, გორის მაჟორიტარად კენჭისყრაზე უარს ამბობს

მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს

ანდრო ბარნოვი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, – ამის შესახებ ანდრო ბარნოვმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

როგორც ბარნოვი წერს, ეს გადაწყვეტილება „გირჩისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის გაერთიანების გამო მიიღო.

„მოკლედ, დიდხანს ვითრიე ფეხი, მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთის მხრივ არის დიდი ხნით ადრე დაანონსებული გადაწყვეტილება, რომ გორში ვიყარო კენჭი, მეორეს მხრივ კი – ეს ბანი, რომელიც ვერაფრით წარმომიდგენია “ჩემს გუნდად”.

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის. უბრალოდ არ არსებობს ასეთი ადგილი. ძალიან ვწუხვარ, რომ თავიდანვე დამოუკიდებლად არ დავაყენე კანდიდატურა. ახლა უბრალოდ ყველა ვადა გასულია.

მოკლედ, მე ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმედიანად იყო, რომ რამის შეცვლას შევძლებდი. დიდი ბოდიში, კარგო ადამიანებო, ახალ პოლიტიკურ ცენტრს განვიხილავდი პლატფორმად, აქ ვხედავდი თანამოაზრეებს, ვისთანაც საერთო ხედვები და პრინციპები მქონდა, ახლა კი ამ ახალ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა. ეს აღარ არის ჩემი თანამოაზრეების გუნდი, ეს აღარ არის იდეებისთვის ბრძოლის პროცესი, პარლამენტის სკამის დაკავება კი პანაცეა არ არის.

ასეა თუ ისე, ყველაფერი წინაა და, იმედია, ყველას ესმის, რომ ყოველთვის გავაკეთებ მაქსიმუმს, რასაც ჩემი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ამომრჩეველს, იმედია ხვდებით, რომ ჩემგან დამოუკიდებელმა პროცესებმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება”, – წერს ანდრო ბარნოვი.

banner
წინა სტატიაშირას ბჟუტურებს რომან გოცირიძე? „მადლიერმა“ ქართველმა ხალხმა მას შეარქვა „ალ კუპონე“ და კუპონებს – „გოცირიკები“
შემდეგი სტატიამაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია გაეზარდათ