ანდრიუს კუბილიუსი – ვულოცავ საქართველოს, როგორც ვხედავთ, პოლიტიკური კრიზისი სრულდება

ვულოცავ საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებას. როგორც ვხედავთ, პოლიტიკური კრიზისი სრულდება. კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას, მათ შორის მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევრონესტის სხდომის გახსნაზე განაცხადა.

კუბილიუსმა ასევე შეაქო შარლ მიშელის ლიდერობა ამ საკითხში. როგორც კუბილუიუსი ამბობს, სწორედ ეს უნდა აჩვენოს ევროკავშირმა სამეზობლო რეგიონში, სადაც გამოწვევები ზოგჯერ ძალიან ცხელი და ინტენსიურია

„ბოლო რამდენიმე დღეში მათ მოახერხეს მხარი დაეჭირათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთავაზებისთვის, რომელიც მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და გარკვეულწილად დემოკრატიული კრიზისის დასრულებისკენ. ასევე მინდა, შევაქო შარლ მიშელის ლიდერობა ამ საკითხში. სწორედ ისაა, რაც ევროკავშირმა უნდა აჩვენოს სამეზობლო რეგიონში, სადაც გამოწვევები ზოგჯერ ძალიან ცხელი და ინტენსიურია“, – განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შარლ მიშელი, საქართველოში კრიზისის დარეგულირებით შთაგონებული, თავის ლიდერის როლს შეასრულებს ბელარუსის კრიზისის დარეგულირებისთვისაც.

banner
წინა სტატიაშიგლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – სალომე სამადაშვილის პოსტიდან რა აზრიც გამოვიტანე, მან დატოვა პარტია