ანდრიუს კუბილიუსი : სასაცილოა, ოცნება ოპონენტებს ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს

ევროპარლამენტის წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება:

“ქართულმა უწყებებმა “აზერბაიჯანის ტერიტორიის უკანონოდ გადაცემის” ბრალდებით ორი საჯარო მოხელე დააკავეს. სადავო მოვლენები 2007 წელს უკავშირდება. სასაცილოა. “ქართული ოცნება” პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს, რათა რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს – სუსტი რეაგირება პანდემიაზე და გაყინული ეკონომიკა”, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ნოღაიდელი : ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არასდროს შევხვედრივარ
შემდეგი სტატიაკრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა