21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ანდრიი ბილეცკი: რუსებს დონბასის დაკავება 2027 წლამდე სურთ, თუმცა უკრაინას ფრონტის გაუმჯობესების შანსი აქვს

“რუსები საკუთარი თავის წინაშე სტრატეგიულად ორ საკვანძო მიზანს ისახავენ. პირველი საკვანძო მიზანი უშუალოდ ფრონტს ეხება – ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საბოლოო დაკავება. მათ არ უყვართ ლუგანსკის ოლქზე ლაპარაკი, მაგრამ ის სინამდვილეში ჯერ კიდევ არ არის სრულად დაკავებული. ეს მათთვის სტრატეგიული მიზანია, რაც საშუალებას მისცემს, ომი, ასე ვთქვათ, რეპუტაციული დანაკარგების გარეშე დაასრულონ.

მეორე სტრატეგიული მიზანი – ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სამოქალაქო ტერორია, და ამოცანაა, უპირველეს ყოვლისა, გატეხონ უკრაინის შესაძლებლობები – როგორც ნებისყოფა, ისე ეკონომიკური, ენერგეტიკული და სამრეწველო პოტენციალი, რომ გააგრძელოს, საკუთრივ, თავდაცვა.

რაც შეეხება პირველ ამოცანას, ანუ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაკავებას: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ამ ამოცანის შესრულების ვადად აპრილის შუა რიცხვები დაასახელა. სამხედრო-პოლიტიკური, ანუ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი მათგან ითხოვს, რომ ეს საერთოდ აბსოლუტურად ფანტასტიკურ ვადებში დაასრულონ – ახალ, 2027 წლამდე.

მე ვფიქრობ, რომ უკრაინულ ფრონტს აქვს აბსოლუტურად ყველა შანსი, შეინარჩუნოს თავდაცვის ხელსაყრელი მიჯნები, შეინარჩუნოს ე.წ. „ქალაქი-ციხესიმაგრეების სარტყელი“ და გააუმჯობესოს პოზიციები დონეცკის ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში – უახლოესში ვგულისხმობ ერთი თვის განმავლობაში – ჩვენ ამ გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოს ვუჩვენებთ და ეს იქნება უდავო.“ – ამბობს „აზოვის“ დამფუძნებელი, მე-3 არმიის კორპუსის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრიი ბილეცკი, რომელიც ლუგანსკისა და დონეცკის მიმართულებაზე სპეციალურად ფრონტის გასაძლიერებლად შექმნილ დაჯგუფებასაც მეთაურობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კუპრაძე: ბარამიძის დაკავება არის პოლიტიკური დევნა და ორმაგი სტანდარტი
შემდეგი სტატია“იაგო ხვიჩია “ოცნების” აგენტ-პროვოკატორია, ენმ კი ამას აჰყვა”- თენგო თევზაძე