11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ანდრია ურუშაძე: ნდობა უნდა აღადგენს მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის

ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ წამლის უფლება არის ბავშვების უფლება და ეს არ არის ჩვენს სურვილზე დამოკიდებული, ჩვენ თუ გვაქვს ამის ფინანსური რესურსი, აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკური ნებაც.

ანდრია ურუშაძის თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენის თემის პოლიტიზება არ უნდა მოხდეს.

„რამდენიმე ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. პირველ რიგში, პოლიტიკური დებატები, რასაც დღეს შევესწარით, არ უნდა ხდებოდეს. ამ თემის პოლიტიზება არ უნდა ხდებოდეს და ამ პოლიტიზებას ახდენს სწორედ დღევანდელი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანას. ეს უნდა გადავიდეს მშვიდ, პროფესიულ, მეცნიერულ საუბარში და საბოლოო ჯამში ეს არის გზა, რომ ნდობა აღადგენს მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ჩინოვნიკები ისევე ზრუნავენ მათ ბავშვებზე, როგორც საკუთარ ბავშვებზე იზრუნებდნენ. თუ ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი გადაწყვეტილება არის ზუსტად იგივე, რასაც საკუთარ შვილებზე მიიღებდნენ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის იქნება მისაღები.

უნდა არსებობდეს პროცედურა ნებისმიერი მედიკამენტის და ტექნოლოგიების დაფინანსების, რასაც ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასების ტექნოლოგია ჰქვია, არც საქართველოში არ არის დანერგილი და უნდა დაინერგოს. მუდმივად ეს პრობლემები პარლამენტში კი არ უნდა გაირჩეს, არამედ ეს უნდა იყოს მეცნიერულად და ეკონომიკურად დასაბუთებული პროცედურა, როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია, დროა ჩვენთანაც ასე გავაკეთოთ. ეს პროცედურა ითვალისწინებს მშობლების და პაციენტების ჩართულობას ამ პროცესში, გამჭვირვალობას“, – განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

banner
წინა სტატიაშითურაზაშვილი: კობახიძეს იმ ქვეყნის მოქალაქეების ყოფაზე, რომლის პრემიერ-მინისტრობასაც იჩემებს, წარმოდგენა არ აქვს!
შემდეგი სტატიაადიგენის მუნიციპალიტეტში 7 ოჯახი, რომლებსაც სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, მთავრობისგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ