ანდრია სარიამ ინჩხურის წ.მ ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარი დატოვა

მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ ინჩხურის წ.მ ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარი დატოვა.

სასულიერო პირმა პოსტი დატოვა და ტაძრის წინამძღვარი აღარ არის.

“ჩემი გადაწყვეტილება არის ის, რომ სანამ გაირკვევა და სინოდი ასე ვთქვათ თავის განაჩენს გამოიტანს, სანამ სინათლე არ შევა ამ პოზიციაში, მე არ ვაპირებ ვემსახურო მათ, რომლებიც ამ სიცრუეში მონაწილეობას ღებულობდნენ. მე არ ვცნობ სიცრუის განჩინებას, რომელიც მათი მხრიდან იქნა მიღებული. შესაბამისად, მე რა თქმა უნდა მღვდელმსახურებას არ ვტოვებ. ვტოვებ მხოლოდამხოლოდ წინაძღვრობას”- თქვა მამა ანდრიამ.

დღეს წინამძღვარმა ბოლო წირვა ჩაატარა.

“თაიმერის” ინფორმაციით, პოსტის დატოვების მიუხედავად, იგი ეპარქიაში რჩება.

banner
წინა სტატიაში“ლიბანელებს კიდევ უფრო დიდი საგარეო საფრთხეები აქვთ და მეტი ოლიგარქები ჰყავთ ვიდრე საქართველოს. ჩვენ რაღა გვჭირს?”
შემდეგი სტატია“მეუფე პეტრეს გადასაწყვეტია, შიომღვიშეში წავა თუ მადაგასკარზე”-მეუფე ვახტანგი