მამა ანდრია სარია: საპატრიარქო და ზოგიერთი სინოდის წევრი შეგნებულად დაადგა დესტრუქციულ გზას

საპატრიარქო და ზოგიერთი სინოდის წევრი შეგნებულად დაადგა დესტრუქციულ გზას. თქვენი აზრით რატომ არ უნდათ მშვიდად და საეკლესიო კრების ფორმატში საკითხების მოგვარება? ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს: 1. კათალიკოსს ილია მეორეს ვერ ჩააყენებენ უხერხულ მდგომარეობაში. 2. რაც მათ სურთ, საამისოდ არა აქვთ საეკლესიო კანონიკით არგუმენტები. 3. სურვილი აქვთ, რომ ეს მორწმუნე მღვდლები და მრევლი გამოიყვანონ ეკლესიის მტრებად (რაც არ გამოუვათ) 4. შეეცდებიან ახალი კამიკაძეების გამოჩეკვას და პატრიოტთა ალიანსის მსგავსი აქციის მომწყობთა დაგეშვას. 5. ჩათრეული ყავთ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები ამ თამაშში.
მოკლედ, მძიმე სურათი გველოდება და ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც უფრო მეტ ,,მარგალიტებს” გადმოაფრქვევს მეუფე სტეფანე, მით უკეთესად გავიგებთ კათოლიკოსის ოინებს. შეადარეთ: უზომოდ მოწყალე ილია II და მის გარშემო შეგროვილი დაუნდობელი ეპისკოპატი 🙂
ამ ზღაპრების ვინმეს სჯერა? ეს იყო და არის სპეცმსამსახურის მეთოდი. აყეფე სხვა და შენ იყავი ანგელოზი :)) არა, ჩემო პატრიარქო, არა ჩემო ძვირფასო. უკვე გიცანით როგორ სუნთქავ და სადაური წარმომავლობის ხარ! ვეღარ გაპატიებთ ამდენ სისაძაგლეს და დაუძინებელ მტრობას სიმართლისა!-წერს  მამა ანდრია სარია.

 

https://youtu.be/iEeMIZbWCTQ

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანემ საერო პირებს, ბერებსა და მონაზვნების ნაწილს დღეს ზიარების უფლება აუკრძალა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაგლდანის ციხესთან გოგი წულაიას მხარდამჭერი აქცია იმართება