ანდრია სარია: სახელმწიფოს შეუძლია ისტორიული რეალობის აღდგენა მოითხოვოს და საამისოდ არსებობს მხოლოდ ერთადერთი გზა: თხოვნა ან ომი!

გარეჯი სქართველოა – ეს არავისთვის არ არის უცხო! მაგრამ, შევხედოთ ისტორიულ რეალობას როგორ ვითარდებოდა მოვლენები და ნუ შევხედავთ ემოციებით. ყველაზე დიდი მტერი და ამ საკითხებში კონფლიქტების გამომწვევი არის რუსეთი. რუსეთი საბჭოთა ცნობიერებაში დარჩა და მზაკვრულად აღვივებს კონფლიქტს. მრავალი უცხოური გამოცემებიდან ჩანს რომ ის ფარულად აქეზებს აზერბაიჯანულ მხარესაც: ჩვენ თავის დროზე გაგიფორმეთ და ახლა შენ მიდი და დაიცავიო… რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომელიც საპატრიარქოსთან ახლოს არის ღია ეთერიდან თქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, ბაქოს ეპისკოპკოსმა მისწერა საქართველოს საპატრიარქოს შემდეგი წერილი: დავით გარეჯი უნდა დაუთმოთ აზერბაიჯანს, იმიტომ რომ ეს არის ალბანური კულტურის ძეგლი (როგორც მურადიანი ითხოვდა, რომ ჯვრის მონასტერი სომხეთისაა და აღიარეთო). სამწუხაროდ, საპატრიარქოს არ გაუკეთებია ამის შესახებ ღია განცხადება, რადგან ეს საკითხი რუსეთის საპატრიარქოს ეხება. ალბანური კულტურის ძეგლად რომ აღიარონ ამის სამტკიცებლად აზერბაიჯანს არანაირი არგუმენტი არ ააქვს: არც ნარატიული, არც ეპიგრაფიკული მასალა, არც ისტორიული და საეკლესიო გეოგრაფია, ეს არის სრული აბსურდი. სასულიერო პირებმა მელაშვილს კი არ უნდა უჩივლონ, უნდა უჩივლონ იმ სასულიერო პირებს რომლებიც გვიმტკიცებენ ამ ძეგლის ალბანურობას. ასევე იმ სასულიერო პირებს (თადეოზ სარალიძის სახით), რომლებიც ერს თხოვენ სახლებში და ეპარქიებში რუსული დროშა ჩამოვკიდოთო. უნდა აღინიშნოს რომ დავით გარეჯის საკითხზე ემოციის კონტექსტში არ შეიძლება ვისაუბროთ. ამ თემაზე ისტორიკოსებმა და კონფლიქტურ ტერიტორიებზე მომუშავე ექსპერტებმა უნდა ისაუბრონ დოკუმენტებზე დაყრდნობით. 1920 წლიდან გარეჯის საკითხზე მიდიოდა მოლაპარაკებები. ქართული მხარე შეეცადა შეთანხმებას მიეღწია და 1920 წლის შეთანხმებით საზღვარი გაავლეს მდინარე მტკვარზე. ყარაიას ველი და მთელი სადაო ტერიტორია შემოდიოდა საქართველოში, მაგრამ 1921 წ. როდესაც საქართველო გასაბჭოვდა, სულ რამდენიმე თვეში დავკარგეთ უდიდესი ტერიტორია. თბილისში ჩატარდა კონფერენცია სადაც მონაწილეობას იღებდნენ აზერბიჯანისა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, ორივე მხარეს ქონდა მოტანილი არგუმენტები, თუმცა გადაწყდა რომ ყარაიას ველი რომელიც ათვისებული იყო ეთნიკური აზერბაიჯანელების მიერ, გადასულიყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის დაქვემდებარებაში. ეს იყო პირველი შეხვედრის დადგენილება, თუმცა ამით არ დასრულებულა, ამავე წლის ნოემბრის თვეში შედგა მაშტაბური კონფერენცია, სადაც უკვე იურიდიულად გააფორმეს აღმასრულებელ ხელისუფლების დონეზე. ხელს აწერდა ბუდუ მდივანი (რომელმაც მოგვიანებით პატრიარქი ამბროსი ხელაია გაასამართლა). სამწუხაროდ საზღვრებმა გაიარა ქედის თხემზე და საუბედუროდ : ბერთუბანი, უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის მონასტრის სამხრეთი ნაწილი მოხვდა იქითა მხარეს. პერიოდულად ტერიტორიული საკითხები მოლაპარაკების საგანი იყო და განიცდიდა გარკვეულ ცვლილებას, მაგრამ ეს არ შეხებია გარეჯის კომპლექსს. მოგვიანებით 1924 წელსაც დაიდო ხელშეკრულება, სადაც ჩადებულია ასეთი პუნქტი: 1921 წლის 15 ნოემბერს რა ხელშეკრულებაც დაიდო ნატურით უნდა აღსრულდეს. ბევრი ხელშეკრულება შეიძლება გავიხსენოთ, მაგრამ დღეს ყველაზე სადაო გახდა 1938 წლის ხელშეკრულება, ამ პერიოდში ამიერკავკასიის რესპუბლიკის კონფერენცია ჩატარდა თბილისში და იქ 500 000-იან მაშტაბის რუკაზე მოაწერა ორივე მხარემ ხელი. ეს რუკა არ არის იდეალური, მაგრამ ესეც არ მოსწონდა აზერბაიჯანს, მათთვის მიუღებელი იყო. ამ რუკის თანახმად 1მმ = 500 მეტრს; 1სმ = 5კმ. ანუ, ჩვეულებრივი კედლის რუკაა. ასეთ რუკაზე დადგინდა საზღვარი და ბეჭედიც დაუსვეს. უნდა ითქვას რომ მოლაპარაკებების პერიოდში საქართველოს წარმატება არ უნახავს, პირიქით 300 ჰექტარზე მეტი მიწა გვაქვს დაკარგული. ხალხის აგრესია რუსეთის ინტერესებში შედის მხოლოდ, მას სურს რომ მეგობარ სახელმწიფოებთან რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა გვქონდეს. რუსეთმა სამაჩაბლო და აფხაზეთი წაგვართვა, თითქოს იქ არსებულ ძეგლებს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობად თვლის, მაგრამ ყველა კვალს შლიან და ფრესკებს ღებავენ რომ წაიშალოს ისტორიული რეალობა. გარეჯის საკითხზე არ შეიძება ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აკისრებდე პასუხისმგებლობას, როდესაც რეალურად მათ არაფერი შეეძლოთ. სახელმწიფოს შეუძლია ისტორიული რეალობის აღდგენა მოითხოვოს და საამისოდ არსებობს მხოლოდ ერთადერთი გზა: თხოვნა ან ომი! წინა ხელისუფლებას იმას ვვეუბნებოდით რომ 2008 წელს ომი არ იყო გამოსავალიო და რაღა აზერბაიჯანთან არის ომი და აქციები გამოსავალი?! ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მივხვდეთ საიდან მოდის ეს პროვოკაცია წლებია? რუსეთია ამის ინსპირატორი, ჩვენ კი მეტი ყურადღება გვმართებს. ეს საკითხი მოსაგვარებელია მშვიდობის გზით, ჩვენ მხარეს უნდა იყოს გარეჯი! გარეჯი საქართველოა!-წერს მამა ანდრია სარია.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ზაზა გახელაძის უკანონოდ ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა