ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს

„ვადასტურებ, რომ ოფიციალური განცხადებით მივმართე უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მაგრამ პატრიარქს ჯერ არ დაუკმაყოფილებია ჩემი გადადგომის თხოვნა. როცა პატრიარქის განცხადებას გავასაჯაროვებ და მოაწერს ხელს, იქ მოკლედ არის ამ მიზეზზე საუბარი თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. 11 წელი ვიყავი რექტორი დ ესეც საკმარისია“, – აღნიშნა ვარდოსანიძემ.

ამასთან, კითხვაზე, გადადგა თუ არა მეუფე იაკობთან დაპირისპირების გამო, სერგო ვარდოსანიძე აცხადებს, რიგ საკითხებზე მისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა.

არავითარი დაპირისპირება ჩვენ არ გვქონია. მთელი 11 წლის მანძილზე გვქონდა მასთან კარგი ურთიერთობა და მისგანაც მქონდა კარგი დახმარება, მაგრამ იყო რაღაც საკითხები, რაზეც განსხვავებული ხედვები გვქონდა და ბუნებრივია, ამიტომ ავდექი და გადავდექი“, განაცხადა ვარდოსანიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისის ფერადი ბარათების რედიზაინი Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები