ანდრია ჯაღმაიძე – სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი კომისიის მუშაობას მოღალატეობრივს უწოდებს.

მისი თქმით, ოქმები, რომლებსაც აღნიშნული კომისიის მუშაობის დროს მოეწერა ხელი, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„დავით გარეჯის ლავრაში მცხოვრები ბერები არიან ბოლო ათწლეულების მემატიანე, მათ შეუძლიათ, პირადპირ დღეების და თვეების მიხედვით აღწერონ, როგორ იცვლებოდა სასაზღვრო სიტუაცია. ძველი კომისიის მუშაობა არის მოღალატეობრივი, შეიძლება ასე შეფასება, გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც მათ დადეს, ოქმები, რომლებსაც ხელი მოეწერა ამ კომისიის მუშაობაში, მეტყველებს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. მადლობა ღმერთს, რომ ბოლო ინსტანცია არ არის კომისიის გადაწვეტილებები. კომისიამ მიაკუთვნა ეს ტერიტორიები მეზობელ სახელმწიფოს. რომ ყოფილიყო იგივე ნება ზედა ინსტანციებში, საბოლოოდ შეიძლება, დაკარგულიყო. თუმცა დღეს შესაძლებელი არის ამ კომისიის მიღებული ოქმებისა და გადაწყვეტილებების გადახედვა, რევიზია და ახალი კვლევის საფუძველზე სხვა შედეგების დადება“, – აღნიშნა ანდრია ჯარმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გამსახურდია დევი ჭანკოტაძეზე – ენმ-ს მე-6 ნომრის,პუტჩისტი დევის მიერ ნასროლი ჭურვები მთავრობის სასახლეზე,მთელი ჩვენი ქვეყნის მომავალს შეეხო
შემდეგი სტატიამარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე დააკავეს