13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ანდრია ჯაღმაიძე: მოსკოვის დელეგაციასთან შეხვედრაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ოკუპირებული რეგიონების საკითხი მოუშუშებელი ჭრილობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრისას ხაზგასმით ითქვა, რომ ოკუპირებული რეგიონების საკითხი მოუშუშებელი ჭრილობაა.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობებს მოსკოვის საპატრიარქოსას. შედგა საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით.

საუბარი ძირითად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად. ამიტომ გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.

გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი.

ასე რომ მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია
შემდეგი სტატიასააკაშვილი: დღეს კვლევები აზრს მოკლებულია… ერთადერთი ალტერნატივა ვართ მე და “ენმ”