საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„კუჭში სისხლდენის ფაქტი იყო საკმაოდ ინტენსიური და ამიტომ მარტივი არ არის ამ ხნის ადამიანისთვის ასე იოლად გამოსვლა.
ვლოცულობთ მისთვის და ღმერთს ვთხოვთ მისთვის მხნეობას და ჯანმრთელობას“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
















