18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ანდრია ჯაღმაიძე: კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული

გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემდგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახლა დაგეგმილია სამი დელეგატის მიერ სიტყვის წარმოთქმა, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება, რომელიც საჯარო იქნება.

„კრება მიმდინარეობს იმ რეგლამენტის მიხედვით, რომელიც იყო წინასწარ გაწერილი და შეთანხმებული. ამ ეტაპისთვის კანდიდატმა მღვდელმთავრებმა სიტყვა წარმოთქვეს და მათი ხედვა, მათი პროგრამა თქვეს. ახლა დაიწყება შემდეგი ეტაპი, როდესაც უკვე დელეგატები იტყვიან სიტყვას და ამის მერე დაიწყება კენჭისყრა. სამი დელეგატი იტყვის სიტყვას. კენჭისყრა იქნება პირდაპირ ეთერში“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით კრებას სინოდი სრული შემდგენლობით ესწრება.

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება მიმდინარეობს, სადაც დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ. კრებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო თავმჯდომარეობს.

banner
წინა სტატიაშირიგ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
შემდეგი სტატიამღვდელმთავრებმა ხმის მიცემა დაიწყეს