ანდრია ჯაღმაიძე – ანტიოქიის პატრიარქის ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე რეაგირება გვექნება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შეხვედრას ეხმაურება.

ჯაღმაიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება ექნება.

„ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

banner
წინა სტატიაშიინაშვილი: კობახიძე მალე პოლიტიკაში აღარ იქნება და მერე უნდა ილოცოს იმაზე, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: უიარაღო გიგა ოთხოზორიას „დანაშაული“ საკუთარი სახლის მონატრება იყო