ანდრეს მამიკინსი : საქართველოს მთავრობის დამსახურებაა, რომ ვერ ხედავთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტას

საქართველოს მთელი მთავრობის დამსახურებაა, რომ ვერ ხედავთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრეს მამიკინსმა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანდრეს მამიკინსმა აღნიშნა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, სამწუხაროდ არ არსებობს საკითხის ერთ დღეში გადაწყვეტის გზა.

„საქართველოს მთელი მთავრობის დამსახურებაა ის, რომ თქვენ არ ხედავთ ამ ტერიტორიების დაბრუნების საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტას. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ ასოცირების დღის წესრიგი, მე ვისურვებდი, რომ მომავალ ევროპარლამენტსაც გაეგრძელებინა იგივე ვექტორი და პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.

სტრასბურგში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრა 27-28 მარტს გაიმართება, სადაც საბოლოო განცხადებასა და რეკომენდაციებს მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა