ანდრეი სიბიგა – ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დამყარებულია, იწყება შეხვედრის მომზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დამყარებულია, იწყება შეხვედრის მომზადება. ამის შესახებ სიბიგამ კიევში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკისა და არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დამყარებულია. სატელეფონო საუბრის გამართვის სიჩქარე არის სახელმწიფო მეთაურებს შორის უკვე არსებული პირდაპირი დიალოგის დასტური. რა თქმა უნდა, განიხილებოდა მომავალი კონტაქტები ლიდერების დონეზე. შეთანხმებული იყო, რომ გუნდები დაიწყებენ პრაქტიკულ მოსამზადებელ სამუშაოს შეხვედრის ორგანიზებისთვის“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ზელენსკი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელიც ტრამპს ესაუბრა.

„ეს იყო კარგი საუბარი, გულწრფელი საუბარი, სადაც შედგა აზრთა გაცვლა შემდგომ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენ ლიდერების დონეზე ამ კონტაქტის იმედი გვაქვს. ასევე საუბრის დროს განხილული იყო მომდევნო ნაბიჯები გუნდებს შორის კომუნიკაციის არხების ჩამოსაყალიბებლად და ეს სამუშაო უკვე დაწყებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანს აერთიანებს სამართლიანი მშვიდობის მიღწევისა და რუსეთის აგრესიის დასრულების მიზანი“, – თქვა მან.

სიბიგამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არ აირიოს ცნებები – „სამართლიანი მშვიდობა“ და „დამშვიდება“.

banner
წინა სტატიაშიროთი კობახიძეს: არ ინერვიულოთ ჩვენს კანცლერზე, ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში დემოკრატიაზე
შემდეგი სტატიაქალაქ ბრემენში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს