უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
ანდრეი სიბიგა ტრიბუნალის მმართველი კომიტეტის შესახებ შეთანხმებას „ისტორიულ ნაბიჯს“ უწოდებს.
როგორც დიპლომატი განმარტავს, მიღებული ინფორმაციით, სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება და მას უკვე სამი კონტინენტიდან 37 მონაწილე შეუერთდა, თუმცა სია ამით არ დასრულდება.
კიევში იმედოვნებენ, რომ სპეციალური ტრიბუნალი 2027 წლიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, 15 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.















